ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში -კომიტეტებში განხილვა სრულდება

19 აპრილი 2018, 00:00 1987 ნახვა

ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში-პარალმენტში საკომიტეტო  მოსმენები დასრულდა. ბოლო, იურიდიულ კომიტეტში განხილვა დღეს დილით გაიმართა. ამის შემდეგ საკითხი სესიაზე უნდა დაამტკიცონ. რის შემდეგაც ცვლილებები ძალაში შევა. როგორც უმაღლეს საბჭოში ამბობენ, ცვლილებებით იზრდება აჭარის მთვარობის ანგარიშვალდებულება  უმაღლესი საბჭოს წინაშე.

ასევე ფართოვდება მთავრობის უფლებამოსილება, რეგიონში მინისტრების დანიშვნა, ასევე სამინისტროების შექმნა ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი