სამზადისი საერთაშორისო ტურისტული გამოფენისთვის

18 აპრილი 2018, 00:00 2283 ნახვა

 11-დან 13 მაისის ჩათვლით ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლებს. “ექსპო ბათუმი თრეველი 2018”-ი მეთერთმეტედ იმართება და მისი მიზანი მონაწილე კომპანიებისთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობაა. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გამოფენა ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის თანამშრომლობისთვის საუკეთესო საშუალებაა.

წელს გამოფენაზე ათზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებიც სამი დღის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს ტურისტულ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს გააცნობენ. ექსპო ბათუმი თრეველ 2018-ის ორგანიზატორები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და  გამოფენას და მის საჭიროებებთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი