იპოთეკით დაზარალებულებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს

18 აპრილი 2018, 00:00 2146 ნახვა

დღეს ბათუმში კიდევ ერთი, ოჯახი გადაურჩა გამოსახლებას. ვაჟა- ფშაველას ქუჩაზე მცხოვრები მიქელაძეებს საცხოვრებელი სახლზე იპოთეკური სესხის  აღება 3 წლის წინ მოუხდათ. მათ სესხის გადახდა ვერ შეძლეს, რის გამოც ბინის მფლობელობა გამსესხელებზე გადავიდა.

დღეს სააღსრულებო პოლიციის წარმომადგენლები ახალი მფლობელის წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ მისულები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მიქელაძეები ვალს გადაიხდიან. გამოსახლების ადგილზე აქცია გამართეს იპოთეკით დაზარალებულებმა. მათ 3 წუთით ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს და დაანონსეს, რომ ხვალ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გამართავენ საპროტესტო აქციას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი