შეზღუდული საზოგადოებრივი სივრცეები ბათუმში – ეს ის ადგილებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კერძო მესაკუთრეს, ან კაფე-ბარებს ფაქტობრივად ათვისებული აქვთ.
მაგიდებისა და სკამების ტროტუარებზე განლაგებასა და შესაბამისი ზომების დაცვაზე აქამდეც არაერთხელ ვისაუბრეთ, ახლა ირინე წუწუნავა მოგვიყვება კერძო საცხოვრებლებზე, ტროტუარზე გადმოსულ ეზოებსა და კიბეებზე – ვნახოთ როგორ არეგულირებს მსგავს შემთხვევებს ადგილობრივი თვითმმართველობა.