ტელეარხი 25-დან გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსარჩელე მხარე არხის თანამშრომელთა გამოკითხვას ითხოვს. ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლები ეკატერინე და რუსლან დავითაძეები სამსახურში აღდგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
ფიქრობენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. არხის ხელმძღვანელობას უჩივლა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა თამარ კიკნაძემაც, თუმცა იგი სამსახურში აღადგინეს, რის გამოც მან საქალაქო სასამართლოდან სარჩელი გაიტანა. მორიგი სასამართლო პროცესი მაისის ბოლოს ჩაინიშნა.