„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
„საბჭოთა ცირკი“ - ასე შეაფასა მოსამართლის გადაწყვეტილება თავად ოკმელაშვილმა.