25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად 20 000 ლარიან გირაოს ითხოვდა

17 აპრილი 2018, 00:00 1615 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე,  ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

სასამართლომ ბრალდბეულის პოზიცია არ გაითვალისწინა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მაგრამ არა დამამძიმებელ გარემოებაში, რის გამოც, ბრალის დამტკიცების შემთვევაში, მას უფრო დიდი სასჯელი ელის.

"ვეფხია აღიარებს ფაქტს, თუმცა არ აღიარებს დამამძიმებელ გარემოებას, რის გამოც აღნიშნული კვალიფიკაცია მიიღო", - ამბობს დაკავებულის ადვოკატი. 

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის გოგოს შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი