ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბულვარში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელოებლად ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონების გამოცხადება უკვე დაიწყო.
გასართობი ატრაქციონები, საინფორმაციო დახლები, სანაყინე ჯიხურები და სხვა რამდენიმე კატეგორიაზე ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება და მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება. აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ.