საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა

16 აპრილი 2018, 00:00 2184 ნახვა

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. რეკრუტებმა საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაშე ბრძოლის ველზე სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცათ. სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა.

ალგეთში ათკვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას ამჟამად სხვადასხვა რეგიონიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული 145 და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი 350 სამხედრო მოსამსახურე გადის. 26 მაისს ფიცის დადების შემდეგ, ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან. 

ამავე კატეგორიაში