ქართული ენა და პრობლემები

14 აპრილი 2018, 00:00 3856 ნახვა

დღეს, 14 აპრილია და საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა. 40 წლის წინ, 14 აპრილს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა, რაც იმას ნიშნავდა, რომ  სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობები. გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ ბათუმში. ვითარება უმართავი ხდებოდა. ხელისუფლებას ორი გამოსავალი რჩებოდა - სისხლისღვრა ან დათმობა.

მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. დღეს, ქართული ენა, სხვა სირთულეების წინაშეა - სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ  სკოლიდან დაწყებული, მედიით დამთავრებული, ენა მახინჯდება ყველგან, რაც ქართულში უცხოური სიტყვების შერევითა და წმიდა ქართულის ნაცვლად რუსული და რუსული ენის მეშვეობით სხვა უცხოური სიტყვების გამოყენებაში  გამოიხატება. მდგომარეობის სიმძიმეში კიდევ უფრო მაშინ დარწმუნდებით, თუ ქუჩაში გადაადგილებისას, სხვადასხვა სარეკლამო წარწერას დააკვირდებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი