საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა- დაკავება ხელვაჩაურში

14 აპრილი 2018, 00:00 2842 ნახვა

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა პოლიციამ აჭარაში. ერთ-ერთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მურმანეთში აიყვანეს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

მეორე დაკავებული კი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა. დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი