სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებზე ხეხილის შესაწამლი ტექნიკის თანადაფინასებით გაცემა დაიწყო.
900 ლარიანი აპარატის ღირებულების 80 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, ფერმერები და აგრომეწარმეები 181 ლარს გადაიხდიან. უკვე შეძენილია 2 ათას 44 ერთეული აპარატი, რომლებიც ეტაპობრივად დარიგდება. პროექტის ბიუჯეტი მილლიონ 827 ათას 466 ლარია.