,,ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას”-ჩაქვში საკოორფიანციო ცენტრი გაიხსნა. შტაბში მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება. დღესვე, ერთ-ერთ ოჯახში დამონტაჟდა სპეციალური ხაფანგმჭერი. ფერომონები ყველა მუნიციპალიტეტში 50 მეტრის დაშორებით განთავსდება, იმ ტერიტორიებზე სადაც ყველაზე მეტად დაფიქსირდება მავნებელი.
გასული წლის მონაცემებით რისკ-ფაქტორს შარშან ხელვაჩაური და ქობულეთი წარმოადგენდნენ. წელს აჭარას 20 ათასი ლიტრი პრეპერატი და 3 ათას 500 ცალი ფერომონი გადაეცა. რეგიონში მობილიზებულია 6 ერთული მაღალი გამავლობის მანქანა. საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა მათი რაოდენობა გაიზარდოს. საკოორდინაციო შტაბს ჩაქვში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.