თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისი-სტამბოლის რეისზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
29 წლის მამაკაცს თვითმფრინავის აფრენამდე, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, 13 აპრილს 4 საათსა და 50 წუთზე მოხდა.
TV პირველს თვითმხილველები უყვებიან, რომ თვითმფრინავის სალონში ჟანგბადის არცერთი ბალონი არ იყო გამართული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი დააგვიანა.
''ტავ ჯორჯიას'' წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში აეროპორტის სამედიცინო ცენტრის მედიკოსები უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.