ლენა შანიძე 59 წლისაა, 25 წელია ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს. იგი ბათუმის ქუჩების მოწესრიგებას დილის ოთხ საათზე იწყებს. დაბალი ანაზღაურების გამო, ზედიზედ ორი ცვლაში მუშაობს , ამიტომ მისი სამუშაო დღე საღამოს 6 საათზე მთავრდება.
ბათუმში მეეზოვის ხელფასი 300 ლარია. ხოლო მათთვის ვინც ორ ცვლაში მუშაობს, ხელზე ასაღები თანხა 500 ლარს შეადგენს.
ხელფასით ლენა შანიძე დიდ ოჯახს ეხმარება. ამბობს, რომ "ამ ბოლო დროს ბათუმელები თავადაც ცდილობენ გარემო არ დაანაგვიანონ".
ბათუმში ქუჩებს ყოველდღიურად 360 მეეზოვე ასუფთავებს. მათი ნაწილი დილის 6 საათიდან იწყებს მუშაობას. მეორე ცვლა კი, ქალაქს დღის მეორე ნახევარში ალაგებს.