რატომ უკავშირებენ ბათუმის ზოოპარკის გადატანის პროცესს ბიძინა ივანიშვილს?

11 აპრილი 2018, 00:00 1975 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ ტერიტორია ფაქტობრივად ათვისებულია. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ შესყიდული ტერიტორიები სხვადასხვა ვალდებულებებით.

საუბარია ბაღის ორ შესასვლელთან არსებულ  მიწის ნაკვეთებზე. ყოფილ პრემიერთან დაკავშირებული კომპანია აშენებს სასტუმროს ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მხარეს არსებულ შესასვლელთან, ასევე ივანიშვილთან დაკავშირებულმა ბიზნესჯგუფმა შეისყიდა ტერიტორია მწვანე კონცხზე, აქაც ბაღის ერთ-ერთი მთავარი შესასვლელია.

ახლა კი ცნობილი ხდება რომ “ქართუ ჯგუფი” დააფინანსებს ჩაქვში, ბოტანიკურ ბაღთან ბათუმის ზოოპარკის მშენებლობას – აქედან გამომდინარე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ ზოოპარკის გადატანა და მშენებლობა ფონდის კეთილი ნება არაა და ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს, რასაც უარყოფენ “ქართულ ოცნებაში.” უმრავლესობამ დღეს მხარი დაუჭირა ზოოპარკის ადგილმონაცვლეობას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში