“უნდა გაიზარდოს მწვანე ზოლი” – ეს ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის სიტყვებია წინასაარჩევნო კამპანიიდან. “განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მწვანე საფარის შენარჩუნებასა და შემატებას” – ეს კი ამონარიდია ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამიდან. მოქმედი მერის 100 დღის ანგარიშში 20 მნიშვნელოვან შედეგად მიჩნეულ ჩამონათვალში გამწვანება არ მომხვდარა.
შესაძლოა მომდევნო ას დღეში მოხვდეს, რადგან ახლახანს დაიწყო მრავალწლოვანი ხე-მცენარეების შესყიდვა გამწვანების სამსახურმა. მცენარეებს ყიდულობს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაც. აღსანიშნავია, რომ ქალაქში მწვანე ზოლებისა და მცენარეების დეფიციტზე საუბრობენ.