გარევაჭრობა - ბათუმის მერის ინიციატივა

10 აპრილი 2018, 00:00 2568 ნახვა

გარე ვაჭრობა – თემა, რომელიც აწუხებთ ბაზრობებად ქცეულ ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს და თავად გარემოვაჭრეებსაც, რომლებიც აცხადებენ, რომ შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ.

გვიყვებიან, რომ სავაჭრო დახლების სხვა ტერიტორიებზე გადატანა, მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე, კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ყოფით ცხოვრებას. ფაქტია საკითხი ვერ რეგულირდება სათანადოდ, ვერც უკანონო შემთხვევები აღმოიფხვრა, გატარებულ ღონისძიებებს დროებითი ხასიათი აქვს.

ბათუმის მერი ითხოვს, თბილისის მუნიციპალიტეტის მსგავსად, სხვა თვითმმართველობებსაც მიენიჭოს გარე ვაჭრობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების უფლება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში