მინდელის შახტში გარდაცვლილი 5 მუშა დაკრძალეს. მათგან ყველაზე ახალგაზრდები პავლე გამეზარდაშვილი 26-ის, ხოლო გიორგი ბოჭორიშვილი 27 წლის იყვნენ. უბედური შემთხვევის შედეგად კიდევ ერთ გარდაცვლილს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
ტყიბულში ხვალ უცხოეულ ექსპერტებს ელოდებიან. სპეციალისტებმა უკრაინიდან და ჟენევიდან უნდა მოიკვლიონ რა მოხდა 5 აპრილის გამთენიისას მინდელის სახელობის შახტში.
ვიდრე გამოძიება პირველად დასკვნას დადებს, მანამდე ''საქნახშირი ჯიაიჯის'' დირექტორი ირწმუნება, რომ შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცულია. საწარმოს მუშაობა ტრაგედიის შემდეგ შეჩერებულია.