საკანალიზაციო  სისტემის  პრობლემა ქობულეთში

10 აპრილი 2018, 00:00 2112 ნახვა

ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხოდ განხორციელებაში ადანაშაულებს ქობულეთის მერიას ნაციონალური მოძრაობა. მერაბ ცინცაბაძის თქმით, თხილაიშვილის ქუჩაზე 2016 წელს რეაბილიტირებული  საკანალიზაციო სისტემა არ მუშაობს რაც  მისი თქმით, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება. ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ პრობლემა ცენტრალურ სისტემაზე მილის არასწორად დაერთებამ გამოიწვია.  

სისტემის ხარისხსის დასადასტურებლად ზაზა კაიკაციშვილმა  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, თუმცა დოკუმენტში მხოლოდ მითითებულია შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამისობა ღირებულებასთან. 

ამავე კატეგორიაში