''ტყიბულის შახტში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია'' - მმართველი კომპანია

10 აპრილი 2018, 00:00 2551 ნახვა

ტყიბულის შახტში დაღუპული 6 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე, საწარმოს მფლობელმა პირველი კომენტარი გააკეთა. დავით ბეჟუაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. 

"ეს ოჯახებისთვის დიდი დანაკლისია, რა მოხდა რეალურად შახტში ამას გამოძიება დაადგენს, საჭიროა დაველოდოთ" - განაცხადა ბეჟუაშვილმა. კომპანიის მფლობელმა ჟურნალისტებს დამატებით კითხვებს, რომელიც მეშახტეების პრობლემებსა და შრომის ანაზღაურებას ეხებოდა, არ უპასუხა. მხოლოდ ის თქვა, რომ "უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია შახტში". 

უკრაინელი ექსპერტები ხვალ ტყიბულში ჩავლენ და ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. ექსპერტთა ჯგუფი ჟენევიდანაც ჩამოვა. ისინი შახტს პროფკავშირების მოწვევით შეისწავლიან. პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ამბობენ რომ მინდელისა და ძიძიგურის შახტები დროებით უნდა დაიხუროს და  რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. სამუშაო ჯგუფი  საქართველოში 16 აპრილამდე დარჩებიან.

5 აპრილს, დილის 4 საათზე, ტყიბულის შახტში, 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა დაიღუპნენ. 

 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი