9 აპრილი ისევ მემორიალის გარეშე ბათუმში

09 აპრილი 2018, 00:00 3425 ნახვა

29 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. ქვეყნის მასშტაბით 1989 წელს დაღუპულებს იხსენებენ. ბათუმში, უნივერსიტეტის უკან მდებარე სკვერში დილიდან იკრიბებიან.

29 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

9 აპრილი ისევ მემორიალის გარეშე თუმცა,უკვე ცნობილია, რომ წელს, იქ სადაც უკვე 29 წელია მემორიალური ქვაა განთავსებული, 9 აპრილის მემორიალი დაიდგმება. თეიმურაზ მახარაძის ესკიზი   მერიამ კონკურსის გზით შეირჩია. 

მემორიალი ბათუმის ბულვარში, უნივერსიტეტის წინ განთავსდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 9 აპრილის ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მემორიალის მოწყობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები. 

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღეში უნდა დასრულდეს. 
ღირებულება 81 ათას 340 ლარი. ტენდერში  კომპანია ''დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლი'' გაიმარჯვა

 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.  პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი