მიტოვებული მეჩეთი იშვიათი ორნამენტებით 

01 მაისი 2018, 00:00 3483 ნახვა

სამი საუკუნის წინ აშენებული ხის მეჩეთი, უკვე წლებია, უფუნქციოდაა დარჩენილი.

ქედაში, სოფელ გულების მკვიდრები სამლოცველოს შენარჩუნებაზე თავად ზრუნავენ.

მეჩეთის მთავარ შესასვლელ კარზე ვაზია გამოსახული.

ადგილობრივების თქმით, არსებობს ვერსია, რომ სამლოცველო ეკლესიის ნანგრევებზეა აგებული. გადმოცემით, ოსმალებმა საყდარი დაშალეს და იმავე მასალით ჯამე ააშენეს.

მეჩეთს ჰქონდა ბუხარიც, რომელიც დროთა განმავლობაში განადგურდა.

მეჩეთზე სხვადასხვა ფერის ორნამენტებია გამოსახული. 

სოფელ გულების მკვიდრები ამბობენ, რომ მეჩეთის შესასწავლად ადგილზე სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ.

ეზოში ერთ-ერთი მოლაა დაკრძალული. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი