თავისუფლება ხელწერილის სანაცვლოდ

07 აპრილი 2018, 00:00 1859 ნახვა

20 აპრილისთვის გადაიდო „აუდიტორია 115“ - ის წევრების სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ადვოკატებმა მასალების გაცნობის მიზნით, პროცესის გადადება მოითხოვეს. საუბარია იმ მასალებზე, რომლებიც სამართალდამცველებმა სასამართლოს წარუდგინეს, მათ შორის დისკი, სადაც პარლამენტთან „აუდიტორია 115“- ის წევრების დაკავებაც არის ასახული.

გუშინ დაკავებულმა ხუთივე პირმა სასამართლო დატოვა. როგორც აცხადებენ, ბრძოლას გააგრძელებენ შრომითი უფლებებისთვის და ამ მიმართულებით ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ. აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით აქცია-მსვლელობა 6 აპრილს გაიმართა. აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ილია ჭავჭავაძის გამზირიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი