იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმიდა ცეცხლი გადმოვიდა

07 აპრილი 2018, 00:00 1633 ნახვა

მაცხოვრის საფლავზე, წმიდა ცეცხლი გადმოვიდა.  საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმიდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდნენ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ​მორწმუნეები ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.

ქრისტიანები ცეცხლს “ჭეშმარიტების ნათელს” უწოდებენ, რაც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებიან.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი