მომდევნო 3 დღის განმავლობაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +24, +26, გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +20, +22 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები დღეს, 6 აპრილს ბათუმში მზიან ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს.