კვარიათი-სარფის ცენტრალურ მაგიტრალზე ფერდდამცავი სპეციალური ბადეები ჩამოშლილია. ქვათაცვენის გამო, მაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს საფრთხე ექმნებათ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა გაერკვია, იგეგმება თუ არა ბადის შეკეთება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. უწყების წარმომადგენელმა აჭარაში ირაკლი მაჩალაძემ გვითხრა, რომ ის ორი თვეა ამ თანამდებობაზე დაინიშნა და ჩვენს კითხვებზე პასუხები არ აქვს.
"მთელი დღე ვერ ვუპასუხებ თქვენს კითხვებს, ეს სამი წლის წინ გაკეთდა, მე კი ორი თვეა რაც ამ თანამდებობაზე მოვედი, ბოდიში არ მცალია თქვენთვის" - გვითხრა ირაკლი მაჩალაძემ სატელეფონო საუბარში.
კვარიათი-სარფის მონაკვეთზე, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადეების მოწყობა 2017 წელს დასრულდა. ამავე წელს, დიდი ლოდების ჩამოშლის შედეგად, ბადეებიც დაზიანდა. საგზაო დეპარტამენტმა მაშინ 300 ათას ლარზე მეტი გამოყო ბადეების აღსაღდგენად.
რატომ არ შესრულდა დაგეგმილი სამუშაოები, ამ კითხვებზე პასუხი უწყებიდან ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ.