ყოფილი პატიმრების დასაქმებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა. სოციალური საწარმოს შექმნის საშუალება საინიციატივო ჯგუფებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცემათ. „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ პროექტს „ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ და ეი-ეს -ბი ახორციელებს.
თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის, რომლებიც სოციალურ საწარმოებს შექმნიან ევროკავშირი 15 ათასი ევროს გამოყოფს.