''უპირობოდ გადადგეს ბათუმის პორტის დირექტორი'' - შიმშილობის მეორე დღე

03 აპრილი 2018, 00:00 2083 ნახვა

"უპირობოდ გადადგეს ბათუმის პორტის დირექტორი" -  ამ მოთხოვნით პორტის მოქმედი 10 თანამშრომელი მეორე დღეა შიმშილობს. მოშიმშილეებს პორტის თანამშრომლების ნაწილი უჭერს მხარს. 

პროტესტის უკიდურეს ფორმას, მოქმედმა თანამშრომლება, მას, შემდეგ მიმართეს, რაც პორტში შესაძლო რეორგანიზიაცია დაანონსდა. დასაქმებულები მიიჩნევენ, რომ ისინი სამუშაოს გარეშე დარჩებიან. 

განახლებული:

 

ბათუმის პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეორგანიზაცია არ იგეგმება, გადაწყვეტილია მართვაში მესამე კომპანიის შემოსვლა, რომელიც, თავის მხრივ, გააფორმებს ხელშეკრულებებს პორტის მოქმედ თანამშრომლებთან.

ნავსადგურის დირექტორი ამბობს, რომ მესამე კომპანიას სთხოვენ, არ გაუშვას სამსახურიდან თანამშრომლები და არ გაუარესდეს მათი სოციალური პაკეტები. 

პორტის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებში მოშიმშილეებს ჩართვას სთავაზობს, რაზეც თანამშრომლები უარს აცხადებენ. ამბობენ, რომ სწორედ ახალი კომპანიის შემოსვლით უნდა პორტის ადმინისტრაციას ძველი კადრების გათავისუფლება, რომლებსაც მუდმივი კონტრაქტები აქვთ. 

"ეს მექანიზმი მოიფიქრა პორტის დირექტორმა, რომ კანონიერად მოიშოროს პორტიდან კადრები, ეს არის უკანონობა, ვიშიმშილებთ მანამ, ვიდრე არ გადადგება ეს დირექტორი" - აცხადებენ მოშიმშილეები. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი