შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დღეს, 2 აპრილს, ბათუმში მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის ბიჭი დაჭრეს.
მედიკოსებმა დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანება კოჭის არეში აღენიშნებოდა.