ხელვაჩაურში აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები საინფორმაციო შეხვედრაზე არ მივიდნენ

02 აპრილი 2018, 00:00 1969 ნახვა

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა  და სტიგმის დაძლევის  საერთაშორისო დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის საინფორმაციო შეხვედრაზე, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები არ მივიდნენ.

შეხვედრაზე, სადაც ქვეყანაში არსებული სტიგმაზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე უნდა ესაუბრათ, მიწვეული ოჯახებიდან არც ერთი არ მივიდა. ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ფაღავა ამბობს, რომ შეხვედრა კარგი  საშუალება იყო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს სპეციალისტებთან გაეცვალათ ინფორმაცია.

"ჩვენ, 15 დღით ადრე დავუკავშირდით  ხელვაჩაურის მერიაში რეგისტრირებულ 6 ოჯახს და შევუთანხმდით შეხვედრაზე, თუმცა, ფაქტია, ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო არ მოვიდნენ" - ამბობს შორენა ფაღავა.

შეხვედრა მაინც გაიმართა, თუმცა აქტივობები, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი პროგრამიდან ამოიღეს. 

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. მსოფლიო მხარს უჭერს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას და ხმას იმაღლებს მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში