მოსწავლე ღია ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს 

02 აპრილი 2018, 00:00 2546 ნახვა

ბათუმში, მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. 

ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე შეკრებილები ყვებოდნენ, რომ მოსწავლე დანით იყო დაჭრილი.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ გამოძახებას. მათი ინფორმაციით,  მოქალაქე ამბობდა, რომ ბავშვი დაეცა და მას ღია ჭრილობა ჰქონდა. 

მედიკოსებმა დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანება კოჭის არეში აღენიშნებოდა. 

ტერიტორია სამართალდამცველებს ყვითელი ლენტით ჰქონდათ შემოსაზღვრული. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში მომხდარის დეტალებს აზუსტებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი