პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება

31 მარტი 2018, 00:00 1783 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სადაც ლავროვის უწყება საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევებაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძემ შეაფასა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული მხარე სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ.

მისი თქმით საქართველოს საკუთარი პრინციპები აქვს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკაში და ყოველი გადაწყვეტილება ამ პრინციპებს ეფუძნება. შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი