“ევროპული საქართველო” სერგი მესხის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვს

31 მარტი 2018, 00:00 2240 ნახვა

“ევროპული საქართველოს” წევრები სერგი მესხის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას  ითხოვენ. მათი განცხადებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქ  უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო, ან მერიას პროექტის განხორციელება აღდგომის შემდეგ უნდა დაეწყო.  ოპოზიცია ამბობს, რომ  სააღდგომოდ   ქალაქის  მთავარ სასაფლაოსკენ მისასვლელი გზა მოუწესრიგებელი იქნება და ეს მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას შეუქმნის.

მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა  განმარტავენ, რომ ქუჩის ამ მონაკვეთზე  ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს შეფერხებით აწარმოებს.  რის გამოც მათი თქმით,  არაერთხელ მიეცა გაფრთხილება. მერიის ინფორმაციით, კომპანიამ  სამუშაოები 5 აპრილამდე უნდა დაასრულოს,  წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მისამართით სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება აღდგომის პერიოდში გადაადგილებას, თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას პრობლემას არ შეექმნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი