ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება კაცებისთვის - საკონსტიტუტიო სარჩელი

30 მარტი 2018, 00:00 2096 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კაცის დეკრეტული შვებულების შესახებ შესულ სარჩელზე მხარეთა პოზიციები მოისმინა. მოქალაქეებმა გაასაჩივრეს ის ნორმები, რომლებიც დასაქმებულისთვის განსაზღვრავს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიცემისა და მისი ანაზღაურების წესს.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ არსებული კანონდებლობით, საქართველოს მოქალაქე  კაცს არ აქვს შესაძლებლობა დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს და შესაბამისი ანაზღაურება აიღოს დამსაქმებლის კეთილი ნების გარეშე.

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ისეთ უფლებებს, როგორიცაა თანასწორობა, შრომა, ქორწინება და ოჯახის კეთილდღეობა მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროა. მათი მოსაზრებით არსებული  ნორმებით დაცულია დედათა და ბავშთა უფლებები.

განმარტავენ, რომ  ქალზე  ანაზღაურებადი შვებულების სტანდარტი, განსაკუთრებული  როლიდან, კერძოდ ფიზიოლოგიური დატვირთვიდან გამომდინარე  ვრცელდება.  გასაჩივრებულ ნომრებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო პირველად მსჯელობს, ამ ეტაპზე უცნობია მიიღებს თუ არა სარჩელს არსებით განხილვაში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში