ინტოქსიკაციის შემთხვევა ბათუმში

06 ივლისი 2016, 00:00 3225 ნახვა

ინტოქსიკაციის შემთხვევა ბათუმში. სავარაუდოდ კვებისმიერი ინტოქსიკაციის ნიშნებით, წუხელ ინფექციურ საავადმყოფოში 7 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი გადაიყვანეს. დაზარალებულების ახლობლების ინფორმაციით, ვახშმის შემდეგ შეუძლოდ თავი სულ 10 პირმა იგრძნო თუმცა 3 მათგანის ჰოსპიტალიზება საჭირო აღარ გახდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ინციდენტი ინტოქსიკაცია ერთ-ერთ რესტორნიდან ვახშობის შემდეგ მიიღეს. სიმპტომების გამომჟღავნებამდე ყველა მათგანი, დროის სხვადასხვა მონაკვეთში სწორედ კვების ობიექტში იმყოფებოდა და აღნიშნული საკვები დააგემოვნა. ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო. ფაქტის გახმაურების შემდეგ ობიექტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტების ნიმუშები აიღეს. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რესტორნის მენეჯერმაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი