ფინანსთა სამინისტრომ, ბათუმში, სენაკსა და თბილისში ადამიანთა ჯგუფი გამოავლინა. სამართალდამცველების მტკიცებით, ისინი უკანონოდ იღებდნენ შემოსავალს ულიცენზიო სათამაშო აპარატების მეშვეობით.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ულიცენზიოდ მოქმედი 6 სათამაშო აპარატიც ამოიღეს და დალუქეს.
ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია უწყებამ დღეს გაავრცელა: "გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა არ ჰქონდათ" - წერია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.