მიმდინარე წელს სანდასუფთავების სამსახურმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების გამო 13 საჯარიმო სანქცია დაწერა. თუმცა კერძო შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრის გამო უწყება საჯარიმო სანქციებს ვერ ახორციელებს.
გარემოს დაბინძურების გამო ფიზიკური პირი 200-დან 500 ლარამდე ჯარიმდება, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარის გადახდა დაეკისრება.