3000 ლარიანი ჯარიმა და ცარიელი ტრიბუნები

29 მარტი 2018, 00:00 2830 ნახვა

გუშინ, 28 მარტს,  კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, 25 მარტს, ბათუმში გამართული „ბათუმისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილეს. 
გუნდი  გულშემატკივრის სათამაშო მოედანზე შესვლის და მსაჯზე შეხების გამო დაისაჯა. ოქმში ნათქვამია, რომ იგივე მიზეზით თამაში სამჯერ შეფერხდა. 
სწორედ ამ გარემოების გამო, კომისიამ  ბათუმის გუნდი 3000 ლარიანი ჯარიმით  და ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
სასჯელის შემდეგ პირველი მატჩს ბათუმის საკალათბურთო კლუბი დღეს,  18:30 საათზე "ქუთაისის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩის ფეისბუქ-ლაივს საზოგადოებივი მაუწყებლის სპორტული რედაქცია სპორტკლუბი/SportClub-ზე შემოგთავაზებთ
 

გთავაზობთ კომისიის ოქმს და გამოტანილ გადაწყვეტილებას

 

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში