კათალიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილები რუსეთს

29 მარტი 2018, 00:00 1688 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ციტატა: “ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს, თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლად შესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით“,- აღნიშნულია ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი