ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთებას ითხოვს პარტია „ევროპული საქართველო“. ოპოზიციის განცხადებით, განსაკუთრებით დაზიანებულია სოფელ დოლოგნის მონაკვეთი, სადაც მძიმე ტექნიკას ინერტული მასა გადააქვთ.
საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ორმოების ამოვსება იგეგმება, ხოლო მოგვიანებით პროექტი შედგება და გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება.