''სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებებისთვის'' - კონფერენცია

28 მარტი 2018, 00:00 1166 ნახვა

კონფერენცია ,,სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებებისთვის“- ამ წუთებში, თბილისში მიმდინარეობს. უკვე წარმოადგინეს პროექტის შედეგები და განიხილეს მისი მნიშვნელობა სოციალური მუშაობის პროცესიის სამომავლო განვითარებისთვის რეგიონებში.

ასოციაციებმა ჩამოაყალიბეს 16 ახალი პროფესიული კონცეფცია და დოკუმენტი, რომელიც სოციალურ სფეროში სტანდარტების კანონების და რეგულაციების გაუმჯობესებას ეხება. საქართველოში ამ კუთხით დამატებით 15 მცირე გრანტი გაიცა, რომლის საერთო ბიუჯეტი 540 ათასი ევროა. პროექტის მხარდამჭერი ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების სააგენტოა. ის ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვეთში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი