1 წელი ვიზალიბერალიზაციიდან. გიორგი კვირიკაშვილმა ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე მთავრობის სხდომაზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ არ გაიზარდოს უვიზო რეჟიმის დამრღვევ პირთა რაოდენობა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ქვეყნის უდიდესი მიღწევა და მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგია. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს.