შენგენის ზონაში ერთი წლის განმავლობაში, უვიზოდ საქართველოს 250 ათასზე მეტმა მოქალაქემ იმოგზაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო წარმატებულად ახორციელებს ვიზალიბერალიზაციით ნაკისრ ვალდებულებას, ბოლო თვეების განმავლობაში თავი იჩინა კონკრეტულმა პრობლემებმა. კონკრეტულად კი თავშესაფარის მაძიებელთა მომატებამ. ვახტან მახარობლიშვილის განცხადებით, ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინაროებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, პარტნიორებთან და ევროკავშირთან - ბრიუსელში. მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე ქართული მხარის მიერ გატარებული ზომები პოზიტიურად შეფასდა და დღეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.