მოქალაქე თამარ ნაკაშიძე აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვს. იგი მიიჩნევს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ავტობანის გაყვანის დროს, ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეაფასა.
ნაკაშიძე უკვე რამდენიმე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავს და მთავრობას შუამდგომლობას სთხოვს. საქართველოს საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ოჯახთან შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც უწყება ექსპროპროაციის წესს მიმართავს.