ბათუმში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები სახელმწიფოსგან ბინებს მიიღებენ. განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 5 აპრილამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე 300 დევნილი ოჯახიდან, რომლებსაც რაიმე ტიპის დახმარება სახელმწიფოსგან ან ინვესტორისგან არ მიუღია მხოლოდ 164 ოჯახი დაკმაყოფლდება. ისინი სპეციალური კრიტრერიუმების მიხედვით შეირჩევიან.
რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებმაც ათი წლის წინ კომპენსაციები მიიღეს, საცხოვრებელი ფართებით ვერ დაკმაყოფილდებიან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თქმით, ასეთ ოჯახებს განაცხადის შევსება შეუძლიათ, თუმცა ჯერ-ჯერობით ბინებს ისინი ვერ მიიღებენ. ბთუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ კორპუსს კომპანია ,,ჯი2 ბილდინგი “ აშენებს. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულდეს. ამავე მრავალბინიანი სახლში საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ 208 ეკომიგრანტ ოჯახს წაბლანიდან.