მოტორიზებული პატრული ავღანეთში

26 მარტი 2018, 00:00 1907 ნახვა

გეგმიური მოტორიზებული პატრული ბალხის პროვინციაში. შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა გეგმიური მოტორიზებული პატრული ავღანეთში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“განახორციელა.    

პატრული ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი საპატრულო რაიონის კონტროლი და ძალის დემონსტრირება იყო. IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი