საპარლამენტო  დელეგაცია  ჟენევაში  შეხვედრებს მართავს

26 მარტი 2018, 00:00 1667 ნახვა

ჟენევაში, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. კლაუდია როტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ხაზი გაუსვა ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის შედეგებს.  

პარალელურად საპარლამენტო დელეგაციამ, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, სინგაპურის, ბოლივიის, იაპონიის და ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

ამავე კატეგორიაში