გმირი არჩილ ტატუნაშვილი

25 მარტი 2018, 00:00 6689 ნახვა

26 დღიანი ლოდინი, 20 მარტს დასრულდა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს  სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში გადასცა. ვიდრე გარდაცვლილს, საკუთარ სახლში გადაასვენებდნენ, თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.  

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დაბა ახალგორში დააკავეს.  მეორე დღეს კი,  დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც დარწმუნებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. გარდაცვალების ვერსია საეჭვოა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი