აზერბაიჯანელი ჟურნალისტები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. რეიტინგული ვებ -პლატფორმებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები აჭარაზე სტატიებსა და ტელერეპორტაჟებს ამზადებენ. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და მთიანი აჭარა, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ კერძებს.
პრესტურის მონაწილეები რეგიონს დღეს დატოვებენ. შარშან ბათუმს პრესტურით 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა. წელს კი ამ მონაცემების გაუმჯობესება იგეგმება. აზერბაიჯანელი ტურისტები რეგიონში მყოფი მოგზაურების ტოპ ხუთეულში შედიან. გასულ წელს, აჭარაში 175 ათასს 289 აზერბაიჯანელი ვიზიტორი ჩამოვიდა , რაც 2016 წლის მონაცემებზე 43%-ით მეტია.